saqarTvelos mdinareebi - aWiswyali
ტერიტორიული ერთეულები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | 41°47`34` ჩ. გ. 42°05`10` ა. გ. |
შესართავი | მდ. ბჟუჟი 41°54`55` ჩ. გ. 42°00`11` ა. გ. |
მდინარე ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ბჟუჟის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე 2200 მეტრის სიმაღლეზე.
მდინარე უზრუნველყოფს ლიხაურსა და ანასეულს სასმელი და ტექნიკური წყლით. მდინარე მდიდარია თევზის უნიკალური ჯიშებით: ნაკადულის კალმახი, ქაშაპი, წვერა, ფრიტა და სხვა. ნაკადულის კალმახი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, რომლის პოპულაციის აღდგენაც სახელმწიფოს გარემოსდაცვითი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მდინარის ხეობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით და წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც იზიდავს დამსვენებლებს. ზაფხულის განმავლობაში აჭისწყლის ხეობაში ტემპერატურა საგრძნობლად დაბალია ქ. ოზურგეთთან შედარებით.